თბილისის მერია ნაგვის დამყრელი პირების გამოსავლენად ფოტოხაფანგებს ყიდულობს. ფოტოხაფანგების შესყიდვის თაობაზე ტენდერი მერიამ 29 აპრილს გამოაცხადა.
ტენდერის მიხედვით უწყება 30 ცალს ფოტოხაფანგს, სავარაუდოდ, 75 ათასს ლარად შეისყიდის.
ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები:
- განათების ტიპი: ინფრაწითელი ადამიანის თვალისთვის უხილავი.
- სურათის დეტალი: დღისით ფერადი, ღამე მონოქრომული ინფრაწითელი ან უკეთესი.
- დანახვის მანძილი: არანაკლებ 30 მეტრი.
- აღნიშნულ ფოტოხაფანგს დღე/ღამის პირობებში უნდა შეეძლოს არანაკლებ 80კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის სანომრე ნიშნის გარკვევით გადაღება ხარვეზების გარეშე.
- მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა: 512 გიგაბაიტის ჩათვლით ან უკეთესი.
- სურათის ინფორმაცია: დრო, თარიღი, მომხმარებლის ეტიკეტი.
- ელემენტის სიცოცხლისუნარიანობა: არანაკლებ 50,000 სურათამდე ან 1 წელი